საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოზე ეპიზოდის გადაღებისთვის ბრიტანელი წამყვანის, ჯეიმი ოლივერის მოწვევა 3,228,885 ლარი დაუჯდა – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინვოისიდან და კონტრაქტიდან ხდება ცნობილი. BMG-იმ აღნიშნული კონტრაქტის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გამოითხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერის პროდაქშენ კომპანიასთან 3,228,885 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გააფორმა.
თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები სექტემბერში გამოაქვეყნა. Youtube-ზე მისმა გვერდმა დადო ორი ვიდეო 12 და 9 წუთის ხანგრძლივობით, რომლებშიც ის ქართულ სუფრასა და ხაჭაპურის მომზადებაზე საუბრობს. პირველ ვიდეოს 75 ათასი, მეორეს კი 129 ათასი ნახვა აქვს. Instagram-ზე კი მის Reel-ს 823 ათასი ნახვა და 25 ათასი ლაიქი აქვს.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…